რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში 50 წლამდე ქალი ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
როგორც ცნობილია, დაშავებული ქალი სამკურნალოდ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
"ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.