პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური სამსახური ავრცელებს.
"სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 62, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 137, სამსახურებრივი გულგრილობის 56, სამსახურებრივი სიყალბის 41, ქრთამის აღების 21, ქრთამის მიცემის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 334, 335, 337, 3391, 340, 3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების 21 ფაქტი დაფიქსირდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, რეგისტრირებული 346 შემთხვევიდან გახსნილია 80 საქმე.