უკრაინის არმია რჩება ერთ-ერთ მათგანთა შორის, სადაც ყველაზე მეტი ქალი მსახურობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინელი ქალები, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში, იცავენ მშობლიურ მიწას და ასრულებენ ურთულეს დავალებებს. ჩვენი არმია იყო და არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ყველაზე მეტი ქალი ჰყავს თავის რიგებში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.