1800-მდე სასულიერო პირიდან, კორონავირუსი 1%-ს დაუდასტურდა

1800-მდე სასულიერო პირიდან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, კოვიდინფექცია 1%-ს აღმოაჩნდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცხადა.

„დაისტესტა ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800-მდე სასულიერო პირი არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი.

ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლების და აგრარული ბაზრების მოვაჭრეების მასშტაბური დატესტვის შედეგებიც, დამაიმედებელი აღმოჩნდა.

მისი თქმით, სასულიერო პირებს, ტაქსისტებს და მოვაჭრეებს, ჯამში 10 000-მდე ტესტი ჩაუტარდათ.