„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, „კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამიტომ, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი“.
„რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.