კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ისარგებლებენ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დავრწმუნეთ, რომ მსგავსი საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ეფექტიანი იქნება, შევქმნათ ერთგვარი ქსელი, რომელიც იქნება კონტროლის მექანიზმი ექსპორტთან თუ სხვა სანქციებთან მიმართებით“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების დამატებითი შეკითხვის საპასუხოდ, ელჩმა განმარტა, რომ ირანულ თვითმფრინავზე არ ფლობს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა.

როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.