ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს, - ამის შესახებ ნავალნიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„საკითხი: დავბრუნდე თუ არ დავბრუნდე, ჩემს წინაშე არასოდეს დამდგარა, უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს წავსულვარ. მე აღმოვჩნდი გერმანიაში, რეანიმაციულ განყოფილებაში. 17 იანვარს, კვირას, შინ ვბრუნდები. დამხვდით,“- წერს ალექსე ნავალნი.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.