ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის

აშშ-ის სახელმიწო მდივნის განცხადებით, უკრაინა ძალიან მიზანმიმართულად და ძლიერი გეგმით მიდის წინ. კითხვას, რატომ არის დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ მიზეზი მარტივია - ეს არის უკრაინელების სამშობლო და არა რუსების. 

„რუსეთის ძალებიდან ბევრმა მათგანმა არ იცის, რატომ არიან უკრაინაში. ზოგიერთმა არც კი იცოდა, სად გაგზავნეს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი სულისკვეთება დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს იწვევს არამდგრადობას. ახლა რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი რესურსები, სამხედრო რესურსები, ის მოქმედებს საშინლად, განურჩევლად.

პრეზიდენტინ პუტინი ანადგურებს თავის რესურსებს, რესურსებს, რომლებიც შეიძლება, რუსი ხალხის დახმარებისკენ ყოფილიყო მიმართული. საზოგადოებაში, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში, ეს ინფორმაცია არ აღწევს ისე სწრაფად, როგორც შეიძლებოდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება. და, რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ამდენ სიცოცხლეს მსოფლიოში, ცდილობენ დაიკავონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.