უკრაინის არმიამ იზიუმთან, რუსეთის ჯარის თავდაცვის ხაზი გაარღვია. ამის შესახებ BBC წერს.
ხარკოვი-იზიუმის მიმართულებით, უკრაინის ჯარმა რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი, ბევრ ადგილზე გაარღვია და რეზერვების გადასროლას წარმატებით ახორციელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ჯარის მდგომარეობა ფრონტის ხაზის ამ მიმართულებაზე სულ უფრო და უფრო საშიში ხდება.
რუსეთის სარდლობა ცდილობს თავიდან აიცილოს იზიუმის ალყაში მოქცევა.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თვლის, რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, კუპიანსკს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ. ISW ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილია თავის შეფასებებში. მის საომარი მოქმედებების რუკაზე მითითებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ხაზი, რომელიც სანდო წყაროებითაა დადასტურებული.