ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოუკულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მას შემდეგ, რაც ვირუსი შტატის ოთხ რაიონში აღებული გამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს.
ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებულ ზრდასრულებსა და ორი თვის ასაკიდან ბავშვებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, უკვე ვაქცინირებულ პირებს კი, ბუსტერდოზის მიღებას ურჩევს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსი შტატის სამ რიონში აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა.