აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს და ხაზს უსვამს რომ აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას.
ო’ბრაიენის მისალოც წერილს, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.
"გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მისალოც წერილში.