ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ცნობილია, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
ამასთან, ადგილობრივებმა ამ ეტაპზე ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და გამოძიება მიმდინარეობს.