რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები, რომლებიც განლაგებული იყვნენ ბალაკლეიასა და იზიუმის რეგიონებში, დონეცკის მიმართულებით გადაჯგუფდნენ.
„დონბასის გასათავისუფლებლად დასახული მიზნების მისაღწევად, მივიღეთ გადაწყვეტილება ბალაკლიასა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსეთის ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.
დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.