ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება ბეირუთში 2020 წლის 4 აგვისტოს მოხდა. როგორც მომხდარის მიზეზი პორტში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი იყო. შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
2020 წლის დეკემბერში ლიბანის პროკურატურამ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი ლიბანის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჰასან დიაბს და ფინანსთან ექს-მინისტრსაც წაუყენა.
ოფიციალურად ძებნილების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ლიბანური მედია წერს, რომ საუბარია ბიზნესმენ იგორ გრეჩუშკინზე და მეზღვაურ ბორის პროკოშევზე.
შარშან ლიბანის სასამართლომ რუსეთის ორივე მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ამას გარდა, ამავე საქმეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა პორტუგალიელ ჟორჟ მანულე ნეტუ მორიერაზე, რომელიც ამონიუმის გვარჯილით ვაჭრობდა და 2014 წელს ბეირუთში გაჩერებულ გემზე ტვირთი დაათვალიერა.