უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოფიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დროშის ქალაქ ლიმანში დაბრუნება გარდაუვალია.
„დონეცკის რეგიონის ქალაქი, ლიმანი, კვლავ ელოდება ჩვენს დროშას და ეს გარდაუვალია - უკრაინა ყოველთვის ბრუნდება. ჩვენ ამას კარგად ვაჩვენებთ. მთელი დონეცკის რეგიონი ისევ თავისუფალი, უსაფრთხო და ბედნიერი იქნება, ასე უნდა იყოს უკრაინაში და მთელს ჩვენს მიწაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს, სპეცოპერაციების ძალები, ჩვენს დაზვერვა, სპეცსამსახურები, ეროვნული გვარდია, პოლიცია მშვიდობას დაუბრუნებს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს, სადაც რუსეთმა მწუხარება და ტანჯვა მოიტანა. მშვიდობა იქნება, მშვიდობა უკრაინის დროშასთან ერთად, ჩვენს დამცველებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.