კორუფციის ბრალდების გამო ესტონეთის პრემიერი გადადგა. ინფორმაციას Estonian World-ი ავრცელებს.
ესტონეთის მთავრობის მეთურის გადადგომას წინ უძღოდა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს შორის არის პარტიის გენერლაური მდივანი მიხაი კორბი. გამოძიების მიხედვით, კორბმა ესტონელ ბიზნესმენს სთხოვა, პარტია წელიწადში ერთი მილიონი ევროთი დააფნანსოს, სანაცვლოდ კი ბიზნესმენს ტალინში სამშენებლო პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო სააგენტოდან სესხად 39 მილიონ ევროს გამოყოფას დაჰპირდა.
იური რატასმა საკუთარ გადადგომაზე განცახებაში თქვა: „პოლიტიკაში რთული გადაწყვეტილებების გადასაჭრელად რთული არჩევანის გაკეთება გიწევს. შექმნილ სიტუაციაში, ჩემი ღირებულებებიდან გამომიდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან“,- ამბობს რატასი.