უკრაინული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს, დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
„10 სექტემბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ოთხი პოკროვსკში, სამი კრასნოხოროვკაში, ორი ბახმუტში და ერთი რაიჰოროდოკში. კიდევ 19 ადამიანი დაშავდა", - განაცხადა დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.
როგორც კირილენკომ აღნიშნა, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ყველა დამნაშავე დაისჯება“. როგორც ცნობილია, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკის რეგიონი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 060-მა ადამიანმა დატოვა.