ვენეციის კინოფესტივალი - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა

ვენეციის საერთაშორისო, 79-ე კინოფესტივალზე 10 სექტემბერს, ჟიურიმ 23 ფილმიდან, „ოქროს ლომი“ ამერიკელი კინორეჟისორის, ჟურნალისტის და პროდიუსერის, ლორა პოიტრასის დოკუმენტურ ფილმს - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ მიანიჭა.

„ვერცხლის ლომი“ - ჟიურის დიდი პრიზი ფრანგ რეჟისორს, ალის დიოპს, ფილმისთვის - „წმინდა ომერი“ გადაეცა.

საუკეთესო რეჟისორად იტალიელი რეჟისორი, ლუკა გიადანინო ფილმისთვის - „ძველები და სხვა ყველაფერი“ აღიარეს.

„კოპა ვოლპი“ - პრიზი ქალი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამერიკელ მსახიობს, კეიტ ბლანშეტს ტოდ ფილდის ფილმში - „ტარი,“ შესრულებული მთავარი როლისთვის ერგო.

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ირლანდიელი კოლინ ფორელი მარტინ მაკდონაჰის ფილმში - „ინიშერინის ბანშიებში“ შესრულებული როლისთვის გახდა.