ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი დასახლება დაიბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დროშა დაბრუნდა ჩკალოვსკეში, ხარკოვის ოლქში.

„ასე იქნება ყველგან. ოკუპანტებს უკრაინის ყველა ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით“, - ამბობს ზელენსკი.

10 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვა და არტემივკა გაათავისუფლეს.