უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 სექტემბრის ტერაქტების 21-ე წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს.
„დღეს პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის მსხვერპლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ისტორიაში. ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. ტერორიზმი არის ბოროტება, რომლის ადგილიც არ არის თანამედროვე მსოფლიოში!“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.