ჯო ბაიდენი USAID-ის ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს

ჯო ბაიდენი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

„როგორც USAID-ის ხელმძღვანელი, ის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს Covid-19-ის პანდემიის დასაძლევად, ყველა ადამიანის ღირებულებისათვის იბრძოლებს და ხელს შეუწყობს ამერიკული იდეალებისა და ინტერესების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.