დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.