იტალია მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სასამართლოსთვის ემზადება

მაფიის წევრობის ბრალდებით ასობით ადამიანი წარდგება სასამართლოს წინაშე, რაც იტალიის მართლმსაჯულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასამართლო საქმე იქნება მაფიის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, 355 მაფიის წევრი და კორუმპირებული ჩინოვნიკი "ნდრანგეტა"-ს (’Ndrangheta) დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს.

გამოძიებისთვის 900-მდე თვითმხილველი დაიკითხა, ბრალდებების სია დატვირთული არის, ისეთი დანაშაულებით, როგორიცაა ტრეფიკინგი, მკვლელობა და ფულის გათეთრება.

სასამართლო სხდომა გადაკეთებულ შენობაში შედგება, ბრალდებულთა დიდი რაოდენობის დასატევად.

ფოტოზე ჩანს ქოლ ცენტრი, რომელიც სპეციალურად სასამართლო სხდომისთვის გადაკეთდა.