საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა.
როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულებს შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ამასთან, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.