15 იანვრიდან ინგლისში შემსვლელებმა Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. განცხადებას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან ყველა საერთაშორისო მოგზაურმა, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი. ტესტი უნდა იყოს ჩატარებული მგზავრობამდე 3 დღით ადრე. ხოლო იმ მგზავრებს, ვინც მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში და პირველი შესვლის ქვეყანა არის შოტლანდია, უელსი ან ჩრდილოეთ ირლანდია, COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოეთხოვებათ".
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ გვერდს: https://www.gov.uk/government/news/mandatory-covid-19-testing-introduced-to-bolster-border-measures