"თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში", - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალურ საბერძნეთს მიმართა.
„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. საბერძნეთში განაცხადეს, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა.