კიევის რეგიონში, ბელაია ცერკოვში, პოლიციამ კრიმინალური ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
39 წლის, რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპულიკის მოქალაქე, 52 წლის ქართველი მაგნატის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჭაში იპოვეს.
კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის განცხადებით, ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით მოხდა. დაქირავებულმა მკვლელებმა მსხვერპლს მკერდსა და კისერში რამდენჯერმე ესროლეს.