ლოს ანჯელესში "მაიმუნის ყვავილით" ადამიანი გარდაიცვალა

ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებულს დასუსტებული ჰქონდა იმუნური სისტემა.

„ძლიერი იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, რომლებსაც „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო ნიშნები აქვთ, მოვუწოდებთ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ ადრეული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების დროს“, – ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.


 ასვე წაიკითხეთ: