უკრაინამ უნდა დაიცვას ის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ბოლო დღეებში კონტრშეტევებით რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად, დაახლოებით 3000 კვ.კილომეტრის ტერიტოტია გათავისუფლდა.
„უკრაინული ბლიცკრიგი“, რომელსაც რეზნიკოვმა „დაღმართზე მოძრავი თოვლის ბურთი" უწოდა, რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია 24 თებერვლის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, აღნიშნავს FT.
რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარები დაიღალნენ ექვსდღიანი შეტევის შემდეგ, მაგრამ მათი მორალი მაღალი იყო. „ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელონ უკრაინის არმიის მომარაგების ხაზზე. გარდა ამისა, უკრაინის ჯარები თუ უფრო შორს წავლენ შესაძლოა, ალყაში აღმოჩდნენ.