საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას ვიწყებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული.
"თქვენთვის ორი კარგი ამბავი გვაქვს. ვიწყებთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას. ეროვნულ არქივს ამ ძალისხმევაში ილიონის უნივერსიტეტი გაუწევს პარტნიორობას და საარქივო მასალაზე ელექტრონული წვდომა მკვეთრად გაიზრდება.
ასევე, პირველად ისტორიაში ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.