საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება

მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა.

ამასთან, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე სტატისტიკა არ განახლებულა.