რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრების მიზნით, აშშ-ში გასამგზავრებლად ვიზა მიიღო. ლავროვთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში კიდევ 10 ადამიანია, რომლებიც აშშ-ში ჩავლენ. ამის შესახებ TASS იტყობინება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. წინა ორი წლისგან განსხვავებით, სესია სრული განაკვეთით მიმდინარეობს.
რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემის საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩებოდა, რადგან ვაშინგტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.