აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, $300 მილიონზე მეტი დახარჯა

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლიდან, მთელ მსოფლიოში, უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს 300 მილიონ დოლარზე მეტი ფარულად გადაურიცხა. 

აშშ-ის სადაზვერვო მიმოხილვაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „რუსეთმა ფარულად გადარიცხა $300 მილიონ დოლარზე მეტი და გეგმავდა ფარულად მოეხდინა სულ მცირე ასეულობით მილიონის ტრანსფერი“, რათა გავლენა მოეხდინა უცხოურ პოლიტიკურ პარტიებზე 20-ზე მეტ ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე.

„რუსეთის მიზანია, წაახალისოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველა ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება არაერთ სარგებელს მოიტანს, მათ შორის რუსეთის ფარული პოლიტიკური დაფინანსების საფრთხის შესახებ, გლობალურ დონეზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.