რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან აცხადებს.
აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის.
ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის.
აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი.
მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“.
„ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს.
შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.
უფრო ვრცლად, Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე