აშშ რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გამოიყენონ თავისი გავლენები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების განსამუხტად. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა.
„ჩვენ მოვუწოდეთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონსტრუქციულად.
ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ეს გავლენა და გამოიყენოს ეს ბერკეტები ისე, რომ ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და უფრო ფართოდ ამ დაძაბულობის დეესკალაციას.
მას შეუძლია, გამოიყენოს ეს გავლენა იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რისკენაც ჩვენ ყველა ვისწრაფვით, ეს არის ამ ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულება და დაძაბულობის დეესკალაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, მდივანმა ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ემუშავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად მშვიდობიანი, დიპლომატიური, კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით.
„ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სომხეთის შიგნით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვისა და სომხური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მხარე ვალდებულია, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მიაღწიოს უფრო ფართო დეესკალაციას“, - აცხადებს ნედ პრაისი.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე