დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანთანაა, აზერბაიჯანი კი თავის მხრივ, ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდით დგას.
საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობები და სტრატეგიული ალიანსი წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში.
თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე