მოლდოვის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით უკრაინას ეწვია.
მაია სანდუმ შეხვედრა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. მხარეები უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტთა საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი.
„ვადასტურებ, რომ უკრაინა მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი პრაგმატული თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – განაცხადა მოლდოვის ლიდერმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სანდუმ და ზელენსკიმ სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კიევსა და კიშინიოვს შორის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.
მოლდოვას პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებას 24 დეკემბერს დაიწყო.