საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.