უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში 6 სექტემბრიდან ოკუპანტებისგან, 8 500 კვადრატული კილომეტრი და 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, სადაც 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.  

ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა Facebook-ზე დაწერა.

„ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე - მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, რადგან პროცესი დინამიურია. გარდა ამისა, განთავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდება უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ზომები, რათა იქ მოსახლეობამ უსაფრთხოდ იცხოვროს", - განაცხადა მალიარმა.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით, 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს.