უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განმარტა, სამიზნეებს „ადამიანების სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ობიექტები“ წარმოადგენდა.
ტიმოშენკომ დააზუსტა, რომ დაბომბვის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამაზე დანგრეული კაშხლის ფოტო გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული ქვეყანა და კრივი რიჰის დატბორვის მცდელობაში დაადანაშაულა.