ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციას გაეცნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და საიმონ კოვენის აცნობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ.

ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა ოდესაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გაბრიელიუსი და სიმონი გახდნენ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც მე დეტალურად ვაცნობე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ, რომელიც გუშინ კიევში წარმოადგინა ერმაკ-რასმუსენის ჯგუფმა“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის უახლოესი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს.