რუსეთის დაშლა დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც ოკუპანტებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან პირველი 2-3 კვირა გადამწყვეტი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ შემდეგ მათმა არმიამ დაიწყო ნგრევა.
„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო თითქოს, დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.