უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოაავარიაში მოყვა. მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. "პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა.
ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.