„უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა.
„რუსული არმია ხარკოვის რეგიონში ხუთ თვეზე მეტია, იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც უცდიათ. მხოლოდ გაანადგურეს, მხოლოდ წაართვეს, მხოლოდ წაიყვანეს. მათ დატოვეს დანგრეული სოფლები, ზოგიერთში კი არც ერთი დაუზიანებელი სახლი არ არის. ოკუპანტებმა ნაგავსაყრელად ქცეული სკოლები დატოვეს ეკლესიები კი - დანგრეული, ფაქტობრივად - ტუალეტებად ქცეული.
გათავისუფლებულ ტერიტორიებზე წვდომა ექნებათ როგორც უკრაინელ, ისე უცხოელ ჟურნალისტებს. მსოფლიომ უნდა ნახოს ეს ნგრევა, უნდა იგრძნოს ის ტკივილი, რომელიც რუსეთმა მოუტანა უკრაინელებს.
ჩვენი სამართალდამცველები უკვე იღებენ ცნობებს ოკუპანტების მიერ მკვლელობების, წამებისა და გატაცებების შესახებ. ის, რაც მსოფლიომ ნახა ბუჩაში, რაც ჩვენ ვნახეთ ჩერნიგოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე, სუმის რეგიონში და რასაც ახლა ვხედავთ ხარკოვის რეგიონში, არის უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის მტკიცებულება. მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს გენოციდის გარდა, სხვა არაფრი მოაქვს.
ისტორიას ადამიანები წერენ და არასდროს - ველურები. ვინ დარჩებით ისტორიაში? ყველა ვინც უშვებს ამ რაკეტებს. ვინც მოვიდა ჩვენს მიწაზე. სუსტები. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულნი ცდილობენ, სადღაც შორიდან ზიანი მოგვაყენონ. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, თქვენ გამო, საკუთარ შვილიშვილებს შერცხვებათ.
მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გარანტიას აძლევს მათ სიცოცხლეს, ყველა კონვენციის შესაბამისად. ყველა რუს ჯარისკაცს უკვე უნდა გაეგო, რომ მხოლოდ უკრაინის ტყვეობაში არავინ გამოიყენებს მათ ქვემეხის საკვებად ომში, რომელსაც აშკარად აგებს რუსეთი.
უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება.
- უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე - ცენტრალურსაც და ადგილობრივსაც, სამაშველო სამსახურებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, გადამზიდავებს ევალებათ, მოემზადონ ნებისმიერი სცენარისთვის. საჭიროა ენერგიის, გათბობის და წყალმომარაგების რეზერვები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის.
ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს თითოეული მათი საზიზღარი ქმედებისთვის, თითოეული რაკეტისთვის, თითოეული ჭურვისთვის. ჩვენ ამის უნარი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.