2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი

2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).

2022 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.