უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა.
„ისტორიას ადამიანები წერენ და არასდროს - ველურები. ვინ დარჩებით ისტორიაში? ყველა ვინც უშვებს ამ რაკეტებს. ვინც მოვიდა ჩვენს მიწაზე. სუსტები. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულნი ცდილობენ, სადღაც შორიდან ზიანი მოგვაყენონ. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, თქვენ გამო, საკუთარ შვილიშვილებს შერცხვებათ.
მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გარანტიას აძლევს მათ სიცოცხლეს, ყველა კონვენციის შესაბამისად. ყველა რუს ჯარისკაცს უკვე უნდა გაეგო, რომ მხოლოდ უკრაინის ტყვეობაში არავინ გამოიყენებს მათ ქვემეხის საკვებად ომში, რომელსაც აშკარად აგებს რუსეთი.
უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება.
- უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე - ცენტრალურსაც და ადგილობრივსაც, სამაშველო სამსახურებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, გადამზიდავებს ევალებათ, მოემზადონ ნებისმიერი სცენარისთვის. საჭიროა ენერგიის, გათბობის და წყალმომარაგების რეზერვები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის.
ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს თითოეული მათი საზიზღარი ქმედებისთვის, თითოეული რაკეტისთვის, თითოეული ჭურვისთვის. ჩვენ ამის უნარი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას.