მედია: რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინული გამოცემა La Nacion-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. ოფიციალურ ვატიკანს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

9 იანვარს პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.