მიმდინარე წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი „ბუსტერ“ დოზა 255 463 ადამიანმა გაიკეთა, მეორე „ბუსტერ“ დოზით კი 4 080 მოქალაქე აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ასახული.
„მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 356 620 ადამიანი, ორი დოზით სრულად აცრილია 1 256 906. ერთი „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 255 463 მოქალაქეს, მეორე „ბუსტერ“ დოზით 4 080 ადამიანი აიცრა.
2020-2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, COVID19-ის ტესტების მაქსიმალური რაოდენობა 2022 წლის იანვარში აღირიცხა. მიმდინარე წლის მარტიდან კი, ეპიდსიტუაციის მნიშვნელოვან გაუმჯობესების გამო, ტესტირების ტემპის შენელება აღნიშნა", - აღნიშნულია ანგარიშში.