ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისგან იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი მიიღო.
ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯილდო კიევში ვიზიტის დროს გადაეცა.
„ეს დიდი პატივია. მე ვიღებ მას ევროკავშირის ყველა მოქალაქის სახელით, როგორც ჩვენი ძლიერი კავშირის სიმბოლოს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ეს არის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საკითხში გამოჩენილი დამსახურებისათვის გადაეცემათ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.