რუსულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს სარაკეტო შეტევა კრივი-რიჰზე. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.
„დარჩით თავშესაფრებში. არ გადაიღოთ და არაფერი გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში", - წერს ვილკული.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 14 სექტემბერსაც მიიტანა.